სტერეოტიპები და მათი დაძლევის საშუალებები

სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გარკვეული სოციალური ჯგუფის,ეროვნების, რასის, კულტურის ან პიროვნების მიმართ, ანუ მოსაზრება, რასაც ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში იგი არის წინასწარ შექმნილი უარყოფითი წარმოდგენა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ხალხთა შორის და დისკრიმინაცია. იგი ვიღაცის დაუსაბუთებელი უბრალო ნათქვამია… ადამიანები, არც კი ეძებენ დამტკიცებას, პირდაპირ სჯერათ არსებული მოსაზრების… ანუ გაგონილის მიხედვით უჩნდებათ სტერეოტიპები ხალხში.

This slideshow requires JavaScript.

უარყოფითი სტერეოტიპები მავნეა ადამიანებისათვის, იგი უცოდინრობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ახლა მოგაწოდებთ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რათა არ მოექცეთ სტერეოტიპთა გავლენის ქვეშ.

1. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რაც გესმით.

  • გარკვევით შეამოწმეთ წყარო, რომლის მეშვეობითაც თქვენში გაჩნდა ამა თუ იმ სახის სტერეოტიპი, დარწმუნდით იმაში, რომ თუ რამდენად ჭეშმარიტია თქვენი სტერეოტიპი. ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანადგუროთ უარყოფითი კულტურული სტერეოტიპი.

2.გარკვეული ერის ყოველი წარმომადგენელი ერთნაირი არ არის!

  • უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, როგორც საკუთარი პიროვნული თვისებებით ისე აზროვნების სტილითაც.

3.სამეგობრო წრის გაფართოებით!

  • იყავით კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნება, შეიძინეთ სხვადასხვა ეროვნების მეგობრები, მათთან ურთიერთობის პერიოდში საშუალება გექნებათ, რომ გაანადგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გარკვეული ეთნოსის მიმართ გაგაჩნიათ.

4. ჩვენი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ!

  • თქვენს მიერ წინასწარ შექმნილი უარყოფითი სტერეოტიპის დასაძლევად საჭიროა, შეძლებისდაგვარად თქვენი თავი წარმოიდგინეთ იმ პიროვნების ან ჯგუფის ადგილას.

5. დამოუკიდებელი აზროვნებით.

  • გქონდეთ საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნება, ამისათვის კი საჭიროა, გქონდეთ განათლება და ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განათლებისა და ცოდნის მიღებისათვის კი, წიგნების კითხვა და ინფორმაციების მოძიებაა საჭირო, ამ ყველაფრისთვის კი უნდა იყოთ ზედმეტად ცნობისმოყვარე პიროვნება.

This slideshow requires JavaScript.

ბოლო დროს დედაქალაქის მასშტაბით ასფალტზე უჩვეულო წარწერების ნაკადი არ წყდება.

ყოველდიურად ვაწყდებით შემდეგი სახის წარწერებს “ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა”, “ქალი და ლიდერი?!”, “კაცია და გადაწყვიტოს”, “ქალი ვიცი მე “კუხნაში””, “გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა?”,  “პოლიტიკა რა ქალის საქმეა!”.

წარწერების აქტუალურობიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში გვერდიც კი შეიქმნა – „შეიცვალე აზრი“. როგორც ჩანს, აღნიშნული გვერდი ბოლო დროს დედაქალაქის მასშტაბით ასფალტზე გაჩენილ წარწერებს აპროტესტებს, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ქალის როლს საზოგადოების განვითარებაში და მის ადგილს სოციუმში.

გვერდი ვებმომხმარებელს სთავაზობს ამ წარწერების ინტერპრეტირებულ ვარიანტს, სადაც ძველი წარწერები წითლად არის გადახაზული და წითლადვე იკითხება: „დაანგრიე სტერეოტიპი“.

დატოვე კომენტარი